გერმანული ფეხბურთის ლეგენდა მატიას ზამერი ფიქრობს, რომ ერლინგ ჰოლანდი „მანჩესტერ სიტიში“ თუ გადავა, პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით ძალიან კარგად ითამაშებს.
„ძალიან მაინტერესებს, როგორ იქნება, ჰოლანდისა და გვარდიოლას ურთიერთობა და როგორ ითამაშებს ის თუ „სიტიში“ წავა. ვფიქრობ, ისინი ერთმანეთს დაეხმარებინა. გვარდიოლასთან „ბაიერნში“ 3 წელი ვმუშაობდი, მას აქვს თავისი კონკრეტული თამაშის ხედვა, მაგრამ ჩემი აზრით, შეუძლია მოერგოს ისეთ ფორვარდს, როგორიც ჰოლანდია. საინტერესო იქნება“, - თქვა ზამერმა.
შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდ „მანჩესტერ სიტის“ გარდა, აქტიურად მადრიდის „რეალსა“ და „ბარსელონას“ უკავშირებენ. ნორვეგიელ ფეხბურთელს „დორტმუნდში“ 80 მატჩში 80 გოლი აქვს გატანილი.