სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

23:05 | 15.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

რომან აბრამოვიჩს სანქციები ევროკავშირმაც დაუწესა

ლონდონის „ჩელსის“ პრეზიდენტი სანქციებს ვერც ევროკავშირისგან გადაურჩა. რუსი ოლიგარქი ევროკავშირმა ვლადიმირ პუტინთან მეგობრობის გამო დასაჯა.

აბრამოვიჩს გაუყინეს აქტივები და ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლაც აუკრძალეს. მის გარდა, სანქციები დაუწესდა კიდევ 14 ადამიანს.

ევროკავშირის სანქციების შემდეგ უეფამ დაადასტურა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე კლუბი ასპარეზობას გააგრძელებს, მაგრამ თუ მეოთხედფინალში გავა, კუთვნილ ფულად პრემიას ვერ მიიღებს. ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ უეფა მორიგ განკარგულებას არ გასცემს.

შეგახსენებთ, რომ რომან აბრამოვიჩს ევროკავშირამდე აქტივები დიდი ბრიტანეთის მთავრობამაც გაუყინა და კლუბის გაყიდვა აუკრძალა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.112921