ფეხბურთი

17:28 | 8.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია: “სკუდეტოს მოვიგებთ”

“რომას” მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი იტალიის ჩემპიონატს მოიგებს. ფრანგმა სპეციალისტმა ეს განცხადება “იუვენტუსთან” წაგებული თამაშის (2:3) შემდეგ გააკეთა.

“იუვენტუსთან” წაგების შემდეგ, “რომას” კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ მისი გუნდი სერია A-ში მე-2 ადგილს დაიკავებს, რადგან ტურინელებს არბიტრები ეხმარებიან. მსაჯობით უკმაყოფილებას რუდი გარსიაც გამოთქვამს, მაგრამ ის მომავალს მაინც ოპტიმისტურად უყურებს.

“ასეთი მსაჯობა არასდროს მინახავს. თუმცა, სწორედ ასეთ დროს ვხვდები, რომ სკუდეტოს მოვიგებთ.

ჩვენი საქმის კეთებას განვაგრძობთ და დავამტკიცებთ, რომ შეგვიძლია “იუვენტუსს” ვაჯობოთ.” – ციტირებს გარსიას სიტყვებს Corrieredello Sport-ი.

0.112656