ფეხბურთი

22:27 | 15.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "ლაპორტამ თვითმფრინავში, ფეხბურთელების თვალწინ გამათავისუფლა"

რონალდ კუმანმა გაიხსენა როგორ გაათავისუფლა ჟოან ლაპორტამ „ბარსელონადან“ და თქვა, რომ ეს თვითმფრინავში, ფეხბურთელების თვალწინ მოხდა.

„ლაპორტამ თვითმფრინავში მომხსნა. ჩემთვის მტკივნეულია, რომ ამ დროს ჩემს ზურგს უკან ფეხბურთელები ისხდნენ, მე კი ლაპორტას გვერდით ვიჯექი. ის ყოველთვის ამბობდა, რომ „ბარსელონას“ ლეგენდა ვიყავი, მაგრამ რეალურად ყოველთვის ჩემი თავიდან მოშორება უნდოდა“, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, რომ რონალდ კუმანი „ბარსელონას“ 2020 წლის აგვისტოდან ავარჯიშებდა, გასული წლის ოქტომბერში კი დაითხოვეს და მის ნაცვლად ჩავი დანიშნეს. ნიდერლანდელს „ბარსელონაში“ ფეხბურთელობისას 1989-1995 წლებში აქვს ნათამაშები.

0.125106