ფეხბურთი

21:14 | 15.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"გაგრა" "თელავს" დაუზავდა და ეროვნულ ლიგას ოთხი ლიდერი ჰყავს

საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში „გაგრამ“ „თელავს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 2:2.

თავიდან „გაგრა“ იგებდა, მერე სტუმარი გუნდი და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა. „გაგრა“ თემურ შონიას გოლით დაწინაურდა, რასაც მალევე მარაქველიძემ უპასუხა, ხოლო ტაიმის ბოლოს ლამაზი გოლით კახელები გიორგი კვერნაძემ დააწინაურა. 19 წლის ფეხბურთელი შესანიშნავად თამაშობს და მიმდინარე სეზონში უკვე მეორე გოლით გამოირჩა. მეორე ტაიმში „გაგრას“ ფეხბურთელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს და მარცხს თავი დააღწიეს.

„გაგრასა“ და „თელავს“ 7-7 ქულა აქვთ, ისევე, როგორც „დინამო ბათუმსა და „საბურთალოს“, შედეგად, ეს ოთხეული ლიდერობას იყოფს. თუმცა. „თელავს“ სხვებთან შედარებით თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

„გაგრა“ – „თელავი“ 2:2 (1:2)

გოლები: 1:0 შონია (7), 1:1 მარაქველიძე (10), 1:2 კვერნაძე (43), 2:2 ხოსიტაშვილი (65, პენ)

0.113084