ლიონელ მესის პარიზული ისტორია შესაძლოა ხანმოკლე გამოდგეს. ცნობილი ფრანგული გამოცემა L’Equipe წერს, რომ არგენტინელი ფეხბურთელი მზადაა „პარი სენ ჟერმენი“ ზაფხულში დატოვოს.
წყაროს თანახმად, გადამწყვეტი სავარაუდოდ, „ბორდოსთან“ ბოლო შეხვედრაში ფანების სტვენა გამოდგება, რამაც მესი ძალიან გაანაწყენა. საინტერესოა, რომ მანამდე მისი შესახებაც გავრცელდა ცნობა, რომ მესის მამამ მოლაპარაკებები „ბარსელონასთან“ დაიწყო სიტუაციის გასაცნობად.
მესი პსჟ-ს გასულ ზაფხულს შეუერთდა და პარიზელებთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე ჩატარებულ 28 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა.