ფეხბურთი

15:17 | 15.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

კრისტიან ერიკსენი დანიის ეროვნულ გუდში ბრუნდება

ინგლისური „ბრენტფორდის“ ნახევარმცველი, კრისტიან ერიკსენი, 9-თვიანი პაუზის შემდეგ დანიის ნაკრებში ბრუნდება - გვამცნობს ეროვნული გუნდის პრესსამსახური.

30 წლის ფეხბურთელი ნიდერლანდებთან (26 მარტს) და სერბეთთან (29 მარტს) ამხანაგური მატჩებისთვის გამოიძახეს.

ერიკსენს 2021 წლის 12 ივნისს, ევრო 2020-ის პირველ შეხვედრაში ფინეთის წინააღმდეგ, მოედანზე გული გაუჩერდა. პირველი დახმარებმა მას მინდორზევე აღმოუჩინეს ნაკრების ექიმებმა. ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ კი მას გულში დეფიბრილატორი ჩაუყენეს.

0.125269