ფეხბურთი

14:23 | 15.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინი - „ლივერპულთან“ საჩემპიონო რბოლაზე: „ერთმანეთს ვაძლიერებთ“

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა პრემიერლიგის საჩემპიონო რბოლაზე, რომლის მთავარი კანდიდატები „სიტი“ და „ლივერპული“ არიან.

„ჯერჯერობით ორივე გუნდი კარგად მივდივართ. შესაძლოა, რომელიმე მატჩში დავმარცხდეთ, მაგრამ მათაც შეიძლბა წააგონ. მოწინააღმდეგეს არ ვაკვირდები. ეს არასოდეს დამთავრდება, ასე არ არის? ძალიანაც კარგი. ჩვენ ერთმანეთს კონკურენციაში ვაძლიერებთ.

ახლა რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ბევრი მატჩების მოგებაა.“ - ციტირებს ბელგიელი ვარსკვალავის სიტყვებს „მანჩესტერ სიტის“ ოფიციალური ვებ-გევრდი.

29 ტურის შემდეგ პრემიერლიგის ცხრილს 70 ქულით „სიტი“ ლიდერობს. „ლივერპულს“ 66 ქულა და თამაშით ნაკლები აქვს.

0.117819