ფეხბურთი

13:26 | 15.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

კავანი ზაფხულში „მანჩესტერს“ დატოვებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი, ედინსონ კავანი კლუბს ზაფხულში დატოვებს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

კავანის კლუბის შეცვლა მყარად გადაუწყვეტავს. მანკუნიანელებთან მის კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის და გაგრძელებას აღარ აპირებს. 35 წლის ურუგვაელს ესპანეთის ჩემპიონატში თამაში სურს.

კავანი „მანჩესტერში“ 2020 წლის ოქტომბრიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირში „ეშმაკუნების“ მაისურით 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.110734