„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ მცველს, გარი ნევილს მიაჩნია, რომ ამჟამად „ლივერპულს“ უკეთესი შეტევის ხაზი ჰყავს, ვიდრე „მანჩესტერ სიტის.“
ეს კომენტარი მან პრემიერლიგის 29-ე ტურში „კრისტალ პალასისა“და „მანჩესტერ სიტის“ (0:0) მატჩის შემდეგ გააკეთა.
„ლივერპულს“ რომ ეთამაშა „კრისტალ პალასთან“ აუცილებლად მოუგებდა. იმიტომ, რომ მათ უკეთესი თავდასხმა, უკეთესი შემტევები ჰყავთ. ისინი უფრო დაუნდობლები არიან. „სიტისაც“ ფანტასტიკური ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ საჯარიმოში ცივსისხლიანობა აკლიათ.“ - ციტირებს ნევილის სიტყვებს Monday Night Football.