ინგლისური პრემიერლიგის 29-ე ტურის მატჩში, „კრისტალ პალასთან“ ნათამშები ფრის შემდეგ (0:0), „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„კარგი მატჩი ჩავატარეთ. 90 წუთის განმავლობში სულ რამდენიმე შეცდომა დავუშვით. ასე ვთამაშობდით ყოველთვის, ვთამაშობთ და მომავალშიც ასევე გავაგრძელებთ. ფეხბურთში იღბალი არ არსებობს. გასამარჯვებლად ბურთი უნდა გაიტანო. ვერ შევაგდეთ და ეს იყო ჩვენი მთავარი შეცდომა. მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ.“ - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს BBC.
ახლა ლიდერი „სიტი“ უშუალო მდევარ „ლივეპულს“ მხოლოდ ოთხი ქულითღა უსწრებს. თანაც მერსისაიდელებმა ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარეს.