„ლაციოს“ იტალიელი თავდამსხმელი, ჩირო იმობილე, კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა სერია A-ს ისტორიაში.
14 მარტს, „ლაციო“ – „ვენეციის“ 29-ე ტურის მატჩში, მსაჯმა ჯანლუკა მანგანიელომ, 58-ე წუთზე „ვენეციის“ კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ზუსტად შეასრულა იმობილემ. ეს გოლი 144-ე, სარეკორდო აღმოჩნდა მისთვის სერია A-ში.
ამჟამად „ლაციომ“ 49 ქულა მოაგროვა და იტალიის ჩემპიონატის ცხრილში მე-5 ადგილზე დადგა. ლიდერი კი 63-ქულიანი „მილანია.“