„მანჩესტერ იუნაიტედის“ მფლობელები, ძმები გლეიზერები, კლუბის საშინაო არენის, „ოლდ ტრაფორდის“ რეკონსტრუქციის სამ ვარიანტს განიხილავენ.
Daily Mail-ის ცნობით, განიხილება ექსტრაორდინალური პროექტიც, რომელიც სტადიონის მთლიანად დანგრევას და ახლის აშენებას ითვალისწინებს.
თუმცა, ორი სხვა ვარიანტი უფრო რეალურია. პირველ შემთხვევაში ნავარაუდევია სამხრეთ ტრიბუნის რეაბლიტაცია და გაფართოება, რომლის უკანაც სარკინიგზო ხაზები გადის. მეორეში - სტადიონის სტრუქტურის ხელუხლებლად დატოვება და ოთხივე მხარეს ტრიბუნებისა და კორპორაციული ზონების კომპლექსური რეკონსტრუქცია.
წყარო გვამცნობს, რომ გლეიზერებს ყველაზე მეტად სამხრეთ ტრიბუნის გაფართოების იდეა მოსწონთ.
ცნობისთვის, „ოლდ ტრაფორდი“ 112 წლის წინათ გაიხსნა.