„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. გერმანელმა სპეციალისტმა თქვა, რომ მთავარი იქნება პირველი გოლის გატანა და ანგარიშის გახსნა.
„ატლეტიკოს“ არ ადარდებს თუ ბურთის ფლობა არ ექნება. ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო მატჩებში მას არასდროს ჰქონია ბურთის ფლობა. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება პირველი გოლის გატანა. უნდა გავიტანოთ და არ გავუშვათ. რა თქმა უნდა, ვეცდებით გოლი არ გავუშვათ, მაგრამ მთავარია, ანგარიში გავხსნათ.
კრიშტიანუმ „ტოტენჰემთან“ კარგად ითამაშა, შეიძლება ითქვას, ძალიან კარგადაც. იმავეს ველი „ატლეტიკოსთანაც“, თუმცა საქმე არ ეხება მხოლოდ რონალდუს, არამედ მთელ გუნდს. მადრიდში გამართულ პირველ ტაიმში გამოჩნდა, როგორი არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში „მანჩესტერ იუნაიტედი“. ამის შესახებ გუნდთან გუშინ ბევრი ვისაუბრე და დღეს კიდევ შევახსენებ.
ჯეიდონ სანჩოში კლუბის ხელმძღვანელობამ „დორტმუნდს“ დიდი თანხა გადაუხადა და როდესაც ასეთ თანხას იხდი ფეხბურთელში, მან უმაღლეს დონეზე უნდა ითამაშა. ჯეიდონმა მითხრა, რომ მისთვის ძალიან რთული იყო პრემიერლიგის სისწრაფეებსა და ფიზიკასთან ადაპტაცია. თუმცა, ახლა ეს პროცესი დასრულდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სანჩომ თავისი რეალური დონის ჩვენება დაიწყო“, - თქვა რანგნიკმა.
შეგახსენებთ, „მანჩესტერისა“ და „ატლეტიკოს“ პირველი მატჩი ესპანეთში 1:1 დასრულდა, საპასუხო კი 15 მარტს გაიმართება.