ფეხბურთი

15:11 | 14.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიში" არ იციან, როგორ გადაიხდიან კლუბის თანამშრომლების ხელფასებს

რომან აბრამოვიჩისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ „ჩელსის“ ფინანსური მდგომარეობა უარესდება. ამის შესახებ The Athletic-ი იტყობინება.

„ნიუკასლთან“ მატჩის წინ კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა პეტერ ჩეხმა აღიარა, რომ არ იციან, როგორ გადაუხადონ ხელფასები კლუბის თანამშრომლებს, რომლებიც უშუალოდ არ არიან ჩართული კლუბის საწვრთნელ პროცესში, მაგრამ სხვა ფუნქციებს ასრულებენ.

„ჩელსის“ ფეხბურთელებს უფრო მეტად გაუმართლათ, რადგან ისინი ხელფასს წელიწადში ორჯერ, სექტემბერსა და თებერვალში იღებენ. ასე რომ, მათ კუთვნილი გასამრჯელო სანქციების დაწესებამდე მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რომან აბრამოვიჩს აქტივები გაუყინა, მათ შორის, „ჩელსის“ საბანკო ანგარიშებიც, რამაც კლუბში ფინანსური კრიზისი გამოიწვია.

თეგებიჩელსი
0.133764