თამაშგარე

13:59 | 14.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკო შულცის შეყვარებული დადგინდა

გერმანული მედია დიდი ხნის განმავლობაში იკვლევდა თუ ვინ იყო დორტმუნდის “ბორუსიას“ ფეხბურთელის, ნიკო შულცის ფრიად გასაიდუმლოებული გულისსწორი, რადგან ეს ბიჭი კარგა ხანია დიდი თავგამოდებით ცდილობდა, ყველაფერში ცხვირის ჩაყოფის მსურველი მედიისთვის დაემალა პირადი ცხოვრების დეტალები.

ამ კვლევა-ძიებამ საბოლოოდ მაინც გამოიღო შედეგი და დადგინდა, რომ ნიკო შულცი ფრიად პოპულარულ ინსტაგრამ-მოდელს, ნიკოლ პოდურალსკის ხვდებოდა, რომელსაც სხვათა შორის თავის დროზე, ჰოლივუდში ცხოვრების ჟამს ისეთ საყოველთაოდ ცნობილ და ლეგენდარულ მსახიობტან ჰქონდა ურთიერთობა, როგორიც ბრედ პიტია.

პოდურალსკის არ უყვარს ბრედ პიტთან მის მოკლეხნიან ურთიერთობაზე საუბარი. ისიც არავინ იცის, რამდენი ხანი გაგრძელდება ნიკოლის და ნიკოს ტრფიალი, თუმცა საკუთრივ ის ფაქტი, რომ როგორც იქნა ნიკო შულცის ტრფიალის "საგანი" დადგინდა, იმაზე მეტყველებს, რომ მომავალში ამ ფეხბურთელის პირად ამბებზე უფრო მეტი რამ გახდება ცნობილი. ჰოდა, აწი, რაღა გვიჭირს...

0.124133