ფეხბურთი

10:28 | 14.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

მედია: მესის მამა "ბარსელონას" ხელმძღვანელობას დაბრუნების შესაძლებლობაზე ესაუბრა

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი ლიონელ მესი შესაძლოა „ბარსელონაში“ დაბრუნდეს. ამის შესახებ ესპანური მედია წერს.

ჟურნალისტი ადრიან გრენიე ინსაიდერ ჟერარ რომეროზე დაყრდნობით წერს, რომ არგენტინელი ვარსკვლავის მამა კატალონური კლუბის ხელმძღვანელობას უკვე დაუკავშირდა და შვილის „კამპ ნოუზე“ დაბრუნების პერსპექტივაზე ესაუბრა.

ლიონელ მესი „ბარსელონაში“ 2000 წელს მივიდა, 2004 წელს მთავარ გუნდში ჰქონდა დებიუტი, ხოლო გუნდი გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. მხარეებმა ხელშეკრულების განახლება ფინანსური კრიზისის გამო ვერ მოახერხა.

მესი „პარი სენ ჟერმენში“ დიდი მოლოდინით გადავიდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას ფრანგული კლუბი უკვე გამოეთიშა, ლიგა 1-ის ბოლო ტურში „ბორდოსთან“ შეხვედრაში კი პარიზული კლუბის გულშემატკივრები მას უსტვენდნენ, რამაც შესაძლოა საფრანგეთიდან წასვლა დააჩქაროს.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში მესიმ ყველა ტურნირზე 26 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა.

0.116183