ფეხბურთი

11:00 | 14.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

რაკიცკი: "გაჩუმება შეუძლებელია, რუსებო, სიმართლეს არ გეუბნებიან"

სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ ყოფილმა ფეხბურთელმა იაროსლავ რაკიცკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინას არ სჭირდება რუსებისგან გათავისუფლება და რუსულ არმიას უკრაინის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.

რაკიცკიმ ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ რუსეთში ხალხს სიმართლეს არ ეუბნებიან და პროპაგანდა სამწუხაროდ კარგად მუშაობს.

„სამყაროს ჰუმანურობა მართავს, სამყაროს მართავს სიკეთეს და სიყვარული სამშობლოს, დედის, შვილების, ოჯახის მიმართ. გაჩუმება შეუძლებელია. უბრალოდ, მტკივა სამშობლოს, უკრაინის გამო. რუსი ჯარისკაცები უკრაინელებს კლავენ. ჩვენ არ გვჭირდება გათავისუფლება! დაგვტოვეთ ჩვენ და დატოვეთ ჩვენი უკრაინა.

პროპაგანდის გავლენის შესახებ კამათს აზრი არ აქვს, იმას, რომ რუსეთი თავის ხალხს დეზინფორმაციას აწვდის. თქვენ, სიმართლეს არ გეუბნებიან. სიკეთეს და მშვიდობას ვუსურვებ ჩემს თავისუფლების მოყვარე უკრაინას“, - დაწერა რაკიცკიმ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, იაროსლავ რაკიცკი 2019 წელს „შახტარიდან“ „ზენიტში“ გადავიდა და მას შემდეგ უკრაინის ნაკრებში აღარ გამოუძახებიათ. მან ომის დაწყების შემდეგ რუსულ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და „ზენიტი“ დატოვა.

0.112425