ფეხბურთი

1:07 | 14.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფელიქს მაგათი 10-წლიანი პაუზის შემდეგ ბუნდესლიგაში იმუშავებს

ბერლინის „ჰერტას“ ფელიქს მაგათი გაწვრთნის. გამოცდილმა გერმანელმა სპეციალისტმა დედაქალაქურ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.

მაგათმა ტაიფუნ კორკუტი შეცვალა, რომელიც მას შემდეგ დაითხოვეს, რაც „ჰერტას“ ბუნდესლიგაში 9-მატჩიანი მოუგებელი სერია დაუგროვდა და ბოლო 5 თამაში საერთოდ წააგო. შედეგად, ბერლინური კლუბი 23 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-17 ადგილზე დაქვეითდა.

ფელიქს მაგათს 5 წელია მწვრთნელად არ უმუშავია. ბოლოს ის ჩინეთში, „შანდონგ ლუნინგს“ ავარჯიშებდა, ხოლო გერმანიაში უკანასკნელად 2011-2012 წლების სეზონში „ვოლფსბურგის“ თავკაცი იყო.

გერმანელ სპეციალისტს არაერთ გუნდში უმუშავია, მათ შორის „ვერდერში“, „ჰამბურგში“, „შტუტგარტში“, „შალკეში“, „ვოლფსბურგსა“ და „ბაიერნში“. მაგათი 2005, 2006 და 2009 წლებში გერმანიის ჩემპიონი გახდა.

0.110579