ფეხბურთი

19:01 | 13.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილმა მძიმე ტრავმა მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს

საქართველოს ნაკრებისა და ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა უმძიმესი ტრავმა მიიღო. ბედის ირონიაა, რომ ეს იმ გუნდის წინააღმდეგ მოხდა, რომლის ფეხბურთელი სულ რაღაც ორი კვირის წინ სიკვდილისგან იხსნა - ვენის „აუსტრიასთან“.

მატჩის მესამე წუთზე ლოჩოშვილი და მეტოქე, მარვინ მარტინსი თავებით საჰაერო ორთაბრძოლისას ერთმანეთს შეეჯახნენ და ქართველმა თამაში ვეღარ გააგრძელა. ავსტრიული მედია წერს, რომ ლუკას სავარაუდოდ, ლოყის, ცხვირის ძვლების და თვალის კაკლის მოტეხილობა აქვს.

ის საავადმყოფოში წაიყვანეს და როცა ჰოსპიტალში გადაჰყავდათ, გონზე იყო. ჯერჯერობით, სხვა დეტალები ტრავმის ხარისხსა და ლოჩოშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უცნობია.

შეგახსენებთ, 23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ზუსტად ორი კვირის იმავე „აუსტრიასთან“ მატჩში მეტოქე, გეორგ ტაიგლი გადაარჩინა, რის გამოც მოგვიანებით სიცოცხლის გადარჩენისთვის დაწესებული ღირსების ორდენით დააჯილდოვეს. „ბედის ირონიაა, ის დამეხმარა, ახლა კი მე მის გვერდით ვერ ვარ და ვერაფრით ვეხმარები. ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ, იმედი მაქვს, რომ არც ისე ცუდადაა“, - თქვა ავსტრიულ მედიასთან ლუკას მიერ გადარჩენილმა ტაიგლმა.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ლუკა ლოჩოშვილს ყველა ტურნირზე 25 უგოლო მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111858