ფეხბურთი

17:15 | 13.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ლიდსის" ბრაზილიელი შემტევისთვის "ბაიერნი" და "არსენალი" იბრძვიან

ბრაზილიის ნაკრებისა და „ლიდსის“ ფეხბურთელი რაფინია ევროპული გრანდების ინტერესის სფეროშია.

იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო შირა იტყობინება, რომ სამხრეთამერიკელით ლონდონის „არსენალი“ და მიუნხენის „ბაიერნი“ ინტერესდებიან. გარდა ამისა, ფეხბურტელს აქტიურად „ბარსელონაც“ აკვირდება.

რაფინიას „ლიდსთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. მიმდინარე სეზონში 25 წლის ფეხბურთელმა 27 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

0.116387