ფეხბურთი

23:12 | 12.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: „პირველ ტაიმში მასპინძლებს ვაჯობეთ“

შოთა არველაძის „ჰალ სიტიმ“ ინგლისურ ჩემპიონშიფში მორიგი მატჩი ჩაატარა და სტუმრად „ბირმინგემს“ უგოლოდ დაუზავდა - 0:0.

ქართველი სპეციალისტი თავისი გუნდის გარჯით კმაყოფილი დარჩა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში.

„ორივე გუნდი გასამარჯევბლად იბრძოდა. თუმცა, მგონია, რომ პირველ ტაიმში ჩვენ უკეთესები ვიყავით და გატანაც შეგვეძლო.

ალბათ ამიტომაც იყო, რომ მეტოქემ შესვენების შემდეგ ტაქტიკა შეცვალა. ამის გამო ბურთს საკმარისად ვეღარ ვფლობდით, მაგრამ გატანის ორი-სამი შანსი კიდევ გვქონდა.

ვფიქრობ, ისეთი თამაში იყო, ვინც გაიტანდა, მეორე და მესამე გოლსაც მიაყოლებდა.“ - განაცხადა არველაძემ.

„ჰალს“ ზედიზედ ოთხი გასვლითი მატჩი აღარ წაუგია. შოთამ ამის შესახებ თქვა:

„ნელ-ნელა სტილს ვცვლით. ვცდილობთ მოთამაშეები მივაჩვიოთ ბურთის მეტ კონტროლს, უფრო მშვიდად თამაშს. შინაურ შეხვედრებში წნეხი გაცილებით დიდია, პირველ ნომრად ვთამაშობთ და ყოველთვის არ გამოგვდის.“

„ჰალს“ ახლა 38 ქულა მოუგროვდა და ცხრილში მე-20 ადგილზეა, თუმცა გასავარდნ ზონას კვლავ 13 ქულით უსწრებს.

ლიგაში სულ 24 გუნდია.

0.117249