ფეხბურთი

17:49 | 12.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგამ აბრამოვიჩი დისკვალიფიკაციით დასაჯა

დიდი ბრიტანეთის მთავრობის დაწესებული სანქციების შემდეგ პრემიერლიგის კომიტეტმა ლონდონის „ჩელსის“ პრეზიდენტი რომან აბრამოვიჩი დასაჯა.

როგორც ლიგის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, რუსი ოლიგარქი პრეზიდენტის პოსტზე დისკვალიფიცირებულია. ეს არ იმოქმედებს კლუბის მიმდინარე სეზონზე და „ჩელსი“ სეზონში დარჩენილ მატჩებს გეგმისამებრ ჩაატარებს.

ამავდროულად Telegraph-ი იტყობინება, რომ აბრამოვიჩს ბრიტანეთის მთავრობამ „ჩელსის“ გაყიდვის უფლება მისცა, თუმცა, მხოლოდ 10 დღის ვადაში და რუსმა კლუბი მომდევნო კვირის ბოლომდე უნდა გაასხვისოს. ამ დროისთვის „ჩელსის“ ყიდვით რამდენიმე მეწარმეა დაინტერესებული, მათ შორის, მულტიმილიარდერი ნიკ ქენდი, რომელმაც ბოლო დღეებში ეს ინტერესი დაადასტურა კიდევაც.

შეგახსენებთ, ბრიტანეთის მთავრობამ აბრამოვიჩის აქტივები გაყინა, კლუბს კი პრემიერლიგაში სათამაშოდ სეზონის ბოლომდე დროებითი ლიცენზია მისცეს.

0.11418