ფეხბურთი

15:35 | 12.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის მორიგი გოლი თურქეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

თურქეთის სუპერლიგის 29-ე ტურში „ჰათაისპორმა“ საკუთარ მოედანზე „კარაგუმრუკი“ 3:0 დაამარცხა და ერთი გოლი საბა ლობჟანიძემ გაიტანა.

ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთამდე ითამაშა. საბამ ანგარიში 29-ე წუთზე გახსნა, როდესაც მეტოქის, ლუკას ბილიას პასი ჩაჭრა და კონტრშეტევა დიაგონალური ზუსტი დარტყმით თავადვე დაასრულა.

ლობჟანიძეს თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში 7 გოლი და 8 საგოლე პასი აქვს მითვლილი, რაც ცხადია, შესანიშნავი შედეგია. „კარაგუმრუკის“ რიგებში არ უთამაშია ვატო არველაძეს, რომელიც სათადარიგო სკამზე დარჩა.

„ჰათაისპორი“ 29 ტურის შემდეგ 46 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში 19 მარტს, სტუმრად „ბეშიქთაშს“ შეხვდება, ხოლო „კარაგუმრუკი“ 40 ქულით მეცხრე პოზიციაზეა და 18 მარტს, „ქაისერისპორს“ უმასპინძლებს.

0.133344