ლონდონის „ჩელსის“ მომავალი ბუნდოვანია და შესაძლოა, კლუბი გაკოტრების წინაშე დადგეს, რადგან ბრიტანეთის ბანკმა ანგარიშებიც კი დაუბლოკა.
ამის ფონზე Telegraph-ი იტყობინება, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ეცდება სიტუაციით სარგებლობას და ტომას ტუხელის გადაბირებას. „წითელ ეშმაკებს“ სეზონის ბოლოს რალფ რანგნიკი დატოვებს, რომელიც მენეჯმენტში გადაინაცვლებს, ამიტომაც, ახალ მწვრთნელს ეძებენ და ტუხელის ვარიანტი ძალიან მოსწონთ.
გერმანელმა სპეციალისტმა კლუბში სიტუაციაზე ბევრი ისაუბრა, მაგრამ თავის მომავალზე კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ ტომას ტუხელმა „ჩელსი“ გასული სეზონის მიმდინარეობისას ჩაიბარა და გუნდს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.