ლეგენდარულმა უკრაინელმა ფეხბურთელმა ანდრეი შევჩენკომ Sky Sports-თან უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, მისი ოჯახის წევრები ჯერ კიდევ კიევში არიან და რამდენიმე ადამიანი შეიფარეს.
„ბევრი შეტაკება იყო. დედაჩემმა და ჩემმა დამ სახლში რამდენიმე ადამიანი შეიფარეს, რომლებიც საშინელ პირობებში იმყოფებოდნენ. ისინი 5 დღე სარდაფში ცხოვრობდნენ, ჩემი დის მეგობრები არიან. ბუჩაში საკვები და ელექტროენერგია არ არის. იქ საშინელი დაბომბვა იყო. ბუჩას და ახლომდებარე ირპინსა და ჰოსტომელს კარგად ვიცნობ, ბუჩაში ვვარჯიშობდი, როცა ახალგაზრდა ვიყავი. ეს ქალაქები მთლიანად განადგურდა, შენობები აღარ დარჩა, ეს საშინელებაა“, - თქვა შევჩენკომ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკვე მე-17 დღეა უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს თავს ესხმის და ქალაქებს ბომბავს.