ფეხბურთი

0:34 | 12.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის ცნობილია

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

მის რჩეულთა შორის ერთი დებიუტანტია - „არსენალის“ თავდამსხმელი გაბრიელ მარტინელი, რომელსაც იტალიის ნაკრებშიც თამაში შეეძლო, მაგრამ არჩევანი ბრაზილიაზე შეაჩერა.

მეკარეები: ალისონი (ლივერპული, ინგლისი), ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ვევერტონი (პალმეირასი)

მცველები: დანილო (იუვენტუსი, იტალია), დანი ალვესი (ბარსელონა, ესპანეთი), ალექს ტელეში (მანჩესტერი, ინგლისი), გილერმე არანა (ატლეტიკო მინეირო), ტიაგო სილვა (ჩელსი, ინგლისი), მარკინიოსი (პსჟ, საფრანგეთი), ედერ მილიტაო (რეალი, ესპანეთი), გაბრიელ მაგალაესი

ნახევარმცველები: არტური (იუვენტუსი, იტალია), კაზემირო (რეალი, ესპანეთი), ფრედი (მანჩესტერი, ინგლისი), ფაბინიო (ლივერპული, ინგლისი), ბრუნო გიმარაეში (ნიუკასლი, ინგლისი), ფილიპე კოუტინიო (ასტონ ვილა, ინგლისი), ლუკას პაკეტა (ლიონი, საფრანგეთი)

თავდამსხმელები: ანტონი (აიაქსი, ნიდერლანდები), რაფინია (ლიდსი, ინგლისი), რიშარლისონი (ევერტონი, ინგლისი), ნეიმარი (პსჟ, საფრანგეთი), გაბრიელ მარტინელი (არსენალი, ინგლისი), ვინისიუს ჟუნიორი (რეალი), როდრიგო გოესი (რეალი, ესპანეთი)

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები კონმებოლის ზონას 36 ქულით ლიდერობს და მუნდიალის საგზური კარგა ხნის წინ მოიპოვა. „სელესაო“ შესარჩევ ეტაპზე 25 და 30 მარტს, შესაბამისად, ჩილესთან და ბოლივიასთან მატჩებით დაასრულებს.

0.111248