ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩების შემდეგ გულშემატკივრებმა კვირის საუკეთესო გოლის ავტორად მაროკოს ეროვნული ნაკრების და "სევილიას" შემტევი მუნი ელ ჰადადი დაასახელეს. აღნიშნულ ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
მუნირმა "ვესტ ჰემთან" მოგებულ (1:0) შეხვედრაში გადამწყვეტი გოლი მე-60 წუთზე გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი ელ ჰადადიმ 22 მატჩი ჩაატარა და თავი სამი გოლით გამოიჩინა.