კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და "ატალანტას" შემტევი ლუის მურიელი გულშემატკივრებმა ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრების შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
"ლევერკუზენთან" მოგებულ (3:2) შეხვედრაში მურიელმა დუბლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში სამხრეთამერიკელმა ყველა ტურნირზე 26 მატჩი ჩაატარა, გაიტანა რვა გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა მიითვალა.