ფეხბურთი

19:20 | 11.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "ბრიტანეთის მთავრობა აბრამოვიჩთან და "ჩელსისთან" მიმართებაში სწორად მოიქცა"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ეთანხმება დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას რომან აბრამოვიჩისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც „ჩელსიზე“ ავტომატურად ისახება.

გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, ომზე პასუხისმგებელი ვლადიმირ პუტინია, რომელთანაც აბრამოვიჩი მეგობრობს, ამიტომაც, მისი სანქცირება სწორი ნაბიჯია.

"არსებობს პასუხისმგებელი ადამიანი, რომელიც არის ვლადიმერ პუტინი. არ ვიცი, რა როლს ასრულებს რომან აბრამოვიჩი ამ საკითხში, მაგრამ გაირკვა, რომ წლების განმავლობაში, თუ რამდენად ახლოს იყო იგი მასთან. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ მთავრობა სწორად მოიქცა. ეს არ არის კარგი მათთვის, ვინც „ჩელსიში" მუშაობს და გულშემატკივრებისთვის, ეს მესმის, მაგრამ ვფიქრობ, რომ მთავრობა კარგად მოიქცა“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ აბრამოვიჩს ბრიტანეთში არსებული აქტივები გაუყინა და „ჩელსი“ სეზონს მხოლოდ დროებით, სპეციალური ლიცენზიით დაასრულებს.

0.113694