ფეხბურთი

17:06 | 11.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ ტიმოშჩუკის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ეთიკისა და სამართლიანი თამაშის კომიტეტმა ანატოლი ტიმოშჩუკის საკითხი განიხილა, რის შედეგადაც ვეტერანი უკრაინელი ფეხბურთელის მიმართ შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო.

შედეგად, უკრაინელებმა თავიანთი ფეხბურთის ისტორიიდან ტიმოშჩუკი წაშალეს და პრაქტიკულად ყველა მიღწევა გაუნულეს.

  • ჩამოერთვას UAF სალიცენზიო ცენტრის მიერ გაცემული პრო დონის სამწვრთნელო ლიცენზია.
  • UAF-ის ადმინისტრაცია მიმართავს ხელისუფლების ორგანოებს, რათა ტიმოშჩუკს ჩამოერთვას ყველა სახელმწიფო ჯილდო და საპატიო წოდება.
  • ჩამოერთვას უკრაინის ჩემპიონატის, უკრაინის თასის, უკრაინის სუპერთასისა და ვერცხლის პრიზიორის ყველა ტიტული.
  • გაირიცხა უკრაინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთა ოფიციალური რეესტრიდან.
  • უვადოდ აეკრძალოს უკრაინის ტერიტორიაზე საფეხბურთო აქტივობებში ჩართვა და საქმიანობა.


შეგახსენებთ, რომ ანატოლი ტიმოშჩუკი 144 მატჩით უკრაინის ნაკრების რეკორდსმენი იყო, მაგრამ ის რუსეთის აგრესიის მიუხედავად ამ დრომდე „ზენიტის“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობს და თავის სამშობლოში რუსების მიერ წარმოებული ომის შესახებ განცხადება საერთოდ არ გაუკეთებია.

აქვე ვთქვათ, რომ ახლა უკრაინის ნაკრების რეკორდსმენი ჩატარებული მატჩების რაოდენობით ანდრეი შევჩენკოა, რომლის აქტივში 111 თამაშია, თუმცა, მისი გადასწრება ანდრეი იარმოლენკოს უახლოეს მომავალში შეუძლია (106 თამაში).

0.11956