ფეხბურთი

16:31 | 11.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩეფერინი: "რუსი სპორტსმენების დასჯისთვის გული მტკივა, მაგრამ მშვიდობისთვის ეს უნდა გაგვეკეთებინა"

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც ომზე, უკრაინის მხარდაჭერაზე, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე, ვლადიმირ პუტინსა და სუპერლიგაზე ისაუბრა.

„დღევანდელთან ბევრი მსგავსებაა. ეს იყო ომი ძმებს შორის, დაშავებულები იტანჯებიან და არა პოლიტიკოსები. იუგოსლავიაში არავის არაფერი გაუკეთებია, ეს საშინელება იყო. ჩვენთვის, სლოვენიელებისთვის ის ომი საბედნიეროდ მხოლოდ 10 დღე გრძელდებოდა. 23 წლის ვიყავი და გაქცევა არ მინდოდა. უეფამ დაუყოვნებლივ წაართვა სანქტ-პეტერბურგის ფინალის მასპინძლობის უფლება და დააწესა სპორტული სანქციები. გარდა ამისა, მილიონზე მეტ უკრაინელ ბავშვსა და ლტოლვის დაეხმარა. ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსების გავლენის ქვეშ, მაგრამ პოლიტიკა ცხოვრების ნაწილია და ჩვენ შეგვიძლია მასზე გავლენის მოხდენა.

იტალია ევრო 2028-ს თუ ევრო 2032-ს უმასპინძლებს? შანსი აქვს, მაგრამ ახალი სტადიონები უნდა ააშენოს. პატარა ეტაპები აქვს გასავლელი. პუტინთან უეფას ურთიერთობა? ადრე ნორმალური ურთიერთობა არსებობდა, თუმცა, არ მგონია, რომ ის ფეხბურთის მოყვარული იყოს, სხვა სპორტის სახეობები უფრო მოსწონს.

გული ძალიან მეკუმშება სპორტსმენების დასჯისთვის. მათ არ უნდოდათ ეს ომი, მაგრამ ჩვენ ერთიანობა უნდა გამოვიჩინოთ მშვიდობისთვის. „გაზპრომთან“ კონტრაქტის გაწყვეტა ფინანსურად ძვირი დაჯდა, სერიოზული დარტყმა იყო ეკონომიკურად, მაგრამ ისინი ხალხს კლავენ. ყოველდღე ვესაუბრები უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტ პავლენკოს, რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი დიუკოვი გადაწყვეტილების მიღებამდე გავაფრთხილე, მე მშიშარა არ ვარ, რომ რამე ფარულად გავაკეთო.

სუპერლიგა? თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ უეფა მონოპოლიაა, სამ კლუბს შეუძლია თავისი უეფა გააკეთოს და თავიანთ ტურნირში ითამაშონ. რატომ უნდა ჩვენთან დარჩენა? მათ უნდათ აქაც და იქაც დარჩენა, მაგრამ იქაც არ არსებობს, მეტაფიზიკური ადგილია. ვფიქრობ, ასევე სჯერათ, რომ სამყარო ბრტყელია. შევწყვიტოთ ამ ტურნირისთვის სუპერლიგის დარქმევა, მას საშინელებათა ლიგა ჰქვია. თუმცა, მიუხედავად დაპირისპირებისა, მოედანზე ყველას ერთი და იგივე უფლებები აქვს, მათ შორის, „რეალს“, „იუვეს“ და „ბარსას“. ჩვენი შეჯიბრებები ჯანსაღია. უეფა და „იუვე“ ორი ინსტიტუტია, მათ ყოველთვის სწორი ურთიერთობა ექნებათ ანიელიზე კი სიტყვის თქმაც არ მინდა, ის წარსულია“, - თქვა ჩეფერინმა.

0.136503