ფეხბურთი

14:42 | 11.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ესპანურმა მედიამ 6 მიზეზი დაასახელა, რის გამოც ზაფხულში პსჟ ნეიმარის გაყიდვას აპირებს

ჩემპიონთა ლიგაზე „პარი სენ ჟერმენის“ მორიგი წარუმატებლობის შემდეგ მედიაში ხშირად წერენ, რომ ფრანგული კლუბი ამჟამინდელი პროექტი ჩავარდა და ზაფხულში ძირეული ცვლილებები იქნება.

Mundo Deportivo-ს ცნობით, პარიზელები ზაფხულში ნეიმარის გაყიდვასაც არ გამორიცხავენ თუ სასურველ წინადადებას მიიღებენ. ესპანური წყარო ამის განსამტკიცებლად ექვს მიზეზსაც ასახელებს.

მუდმივი ტრავმები, რის გამოც ის სეზონში რამდენიმე თვეს ტოვებს, მედია სკანდალები, კონფლიქტური ოჯახური გარემო, ლიდერის ნაკლები თვისებები, ასაკი და ხუთი წელი ჩემპიონთა ლიგის თასის გარეშე. ამიტომაც, პარიზელებმა შესაძლოა ბრაზილიელი ფეხბურთელის გაყიდვაზე სერიოზულად იფიქროს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი პსჟ-ს 2017 წელს 222 მილიონ ევროდ შეუერთდა და მას შემდეგ სამხრეთამერიკელმა ვარსკვლავმა 135 მატჩში 91 გოლის გატანა შეძლო.

თეგებინეიმარიპსჟ
0.126291