მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „რეალის“ პსჟ-სთან ქამბექზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ უბრალოდ აღფრთოვანებულია.
„ისევე, როგორც ყველამ, ვისაც ფეხბურთი უყვარს, მეც ვნახე ეს მატჩი. ასეთი ქამბექი აღმაფრთოვანებელია. ევროპაში მადრიდის ადგილი კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ამიტომაც, არის „რეალი“ ევრთასებზე უკვდავი გუნდი“, - თქვა სიმეონემ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენი“ „რეალს“ ორი მატჩის ჯამში 2:0-ს ამარცხებდა, მაგრამ კარიმ ბენზემამ 17-წუთიან ინტერვალში ჰეთ-თრიქი შეასრულა და „სამეფო კლუბი“ მეოთხედფინალში გავიდა.