ფეხბურთი

12:28 | 11.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლუკა გაგნიძემ და ლუკა წულუკიძემ "ურალი" დატოვეს

ლუკა გაგნიძემ და ლუკა წულუკიძემ ეკატერინბურგის „ურალი“ დატოვეს. აღნიშნული ინფორმაცია რუსული კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორივე ფეხბურთელმა გადაწყვეტილება ფიფას ახალი წესის ამოქმედების შემდეგ მიიღო, რაც მათ საშუალებას აძლევთ კონტრაქტები კლუბთან 30 ივნისამდე შეაჩერონ.

ლუკა გაგნიძე „ურალში“ მოსკოვის „დინამოდან“ იჯარით თამაშობდა და ეკატერინბურგელთა რიგებში 13 მატჩი ჩაატარა, ხოლო ლუკა წულუკიძეს ამ კლუბის მაისურით არ უთამაშია, რადგან გუნდს მხოლოდ იანვარში, „საბურთალოდან“ შეუერთდა.

0.107343