ჩოგბურთი

2:20 | 11.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ციციპასს ტკივილი აღარ აწუხებს

სტეფანოს ციციპასი აცხადებს, რომ შარშან მიღებული იდაყვის ტრავმა იმდენად მტკივნეული იყო, რომ ჩოგბურთიდან წასვლასაც კი აპირებდა. მაგრამ წარმატებული ოპერაციის წყალობით, ის ისევ კორტზეა და ინდიან ველსზე თამაშისთვის მზადაა.

23 წლის ციციპასმა იდაყვზე ოპერაცია გასული წლის ბოლოს გაიკეთა და მას შემდეგ, ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშიც მოასწრო. იქ მან ნახევარფინალს მიაღწია, რაც ბერძენი ჩოგბურთელის თქმით, მის კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული მიღწევაა.

„ისეთი პერიოდი გავიარე, როცა თამაში აღარ მსიამოვნებდა, რადგან ინტენსიური ტკივილი მქონდა. ოპერაციამდე მცირე ხნით ადრე, ATP-ს ფინალურ ტურნირზე ყოფნისას, იმასაც კი ვფიქრობდი, რომ კარიერა დამესრულებინა. არ მეგონა, თუ ამ ტრავმის მორჩენას შევძლებდი“, - ყვება ციციპასი და დასძენს, რომ მიმდინარე სეზონში, მისთვის მთავარი ჯანმრთელობის და მოტივაციის შენარჩუნება იქნება.

„მოტივაციის შენარჩუნება გამიჭირდა, რადგან საკუთარი ძალების რწმენა დავკარგე. სხეული თამაშის საშუალებას არ მაძლევდა. საშინელბაა, როდესაც უმწეოდ ხარ. ახლა კი მინდა, სტაბილურობა შევინარჩუნო“, - დასძენს ციციპასი.

ხაზზე ბერძენის აგრესიული თამაში, სამხრეთ კალიფორნიის უდაბნოში მდებარე ინდიან ველსის კორტების მყარ საფარს საუკეთესოდ მიესადაგება. ის ამბობს, რომ მასტერს 1000-ის სერიის ტურნირის მოგება, მისი მთავარი მიზნების მიღწევისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.

0.12035