ფეხბურთი

19:18 | 10.03.2022 | ნანახია NaN - ჯერ

"ჰამბურგში" კორონავირუსი გავრცელდა და "აუესთან" მატჩის გადადება მოითხოვეს

გერმანულ „ჰამბურგში“ კორონავირუსი გავრცელდა. კლუბის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გუნდში რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა, რის გამოც გუნდმა დღეს ვერ ივარჯიშა.

„ჰამბურგმა“ DFL-ს მეორე ბუნდესლიგის უახლოესი მატჩის გადადება სთხოვა, რომელიც 12 მარტს, „აუესთან“ უნდა გამართოს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მოცემულ ვითარებაში კლუბი თამაშს უბრალოდ ვერ შეძლებს.

HSV-ს საიტი ჯერჯერობით არ ადასტურებს კონკრეტულად რომელი ფეხბურთელები არიან ინფიცირებულნი.

შეგახსენებთ, „ჰამბურგის“ ღირსებას გიორგი ჩაკვეტაძე იანვრიდან იცავს, რომლის მაისურით დღემდე 6 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი გააკეთა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:33 | 08.06.2021
sabonis (9584)

ასე მგონია კაკა შევჩენკოს ბედი ელის ამასაც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063958
სარეკლამო ადგილი - 99
X x X