ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯანლუკა ვიალიმ, რომელიც კიბოს დაავადებას ებრძვის, თქვა, რომ სიკვდილის ეშინია, მაგრამ მისთვის მეორე მხარეს რა იქნება, ისიც საინტერესოა.
„სიკვდილის მეშინია. არ ვიცი, როდის ჩაქრება შუქი, რა იქნება მეორე მხარეს, მაგრამ რაღაცნაირად მაინტერესებს ამის გარკვევაც. იმასაც ვხვდები, რომ სიკვდილის კონცეფცია ეფუძნება სიცოცხლის გაცნობიერებას და დაფასებას. ეს დაავადება მხოლოდ ტანჯვა არ არის, კარგიცაა. დაავადებამ შეიძლება ბევრი რამ გასწავლოს. რა თქმა უნდა, კიბოს მადლობას არ ვეუბნები, მაგრამ სიცოცხლის 20% შედგება რაც შენს ირგვლივ ხდება, ხოლო 80% თუ როგორ რეაგირება იმაზე, რაც ხდება“, - თქვა ვიალიმ.
შეგახსენებთ, ჯანლუკა ვიალი კიბოს დაავადებას ებრძვის. ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ერთი ხანობა თავს უკეთ გრძნობდა, მაგრამ დაავადებამ მის სხეულში განვითარება კიდევ ერთხელ შეძლო.