ფეხბურთი

13:22 | 10.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდს კოუტინიოს გამოსყიდვა სურს

„ასტონ ვილას“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივენ ჯერარდმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ბარსელონადან“ ბირმინგემელთა რიგებში იჯარით გადასული ფილიპე კოუტინიოს გამოსყიდვა სურს.

„ჩვენ კოუტინიოს გამოსყიდვის უფლება გვაქვს. თუმცა გადაწყვეტილებას საჭირო დროს მივიღებთ. ჩემთვის მთავარია ფეხბურთელი თავს როგორ გრძნობს. ფილიპე ბედნიერად გამოიყურება და ეს მახარებს. ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ადაპტაცია წარამტებით გაეარა.“- ციტირებს ჯერარდის სიტყვებს Goal.

შეგახსენებთ, რომ კოუტინიო „ბარსელონადან“ „ასტონ ვილაში“ იჯარის წესით გასულ იანვარს გადავიდა.

0.11614