ფეხბურთი

11:52 | 10.03.2022 | ნანახია NaN - ჯერ

მბაპემ იბრაჰიმოვიჩს გადაუსწრო

მადრიდის „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ 39-ე წუთზე გახსნა ანგარიში. ამ გოლის წყალობით მან ზლატან იბრაჰიმოვიჩს გადაუსწრო და პარიზული კლუბის ყველა დროის ბომბარდირთა შორის მეორე ადგილზე აინაცვლა.

ახლა კილიანს ყველა ტურნირის გათვალისწინებით, პსჟ-ის მაისურით 157-ჯერ გამოუჩენია თავი. ზლატანის მონაგარი 156 ბურთი გახლავთ.

პირველ ადგილზე კი 200-გოლიანი ურუგვაელი ედინსონ კავანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067302
სარეკლამო ადგილი - 99
X x X