მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩის (3:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მათი პირველი გოლით ყველაფერი შეიცვალა და გამარჯვებაც ამან განაპირობა.
„ძალიან რთული თამაში მოვიგეთ, ძალიან, კიდევ უფრო რთული იყო მბაპეს გოლის შემდეგ. ვცდილობდით პსჟ-ზე ზეწოლას, გულშემატკივრებმა წნეხი კიდევ უფრო გააძლიერეს. ძალიან ბედნიერები ვართ. მბაპესთან ერთი-ერთზე თამაშით ვრისკავდით, მაგრამ ეს ნორმალურია.
დიახ, 1:1-მა სტადიონზე ატმოსფერო შეცვალა. ბოლო ნახევარი საათი ბრწყინვალე იყო. კროოსი შევცვალე, რადგან უვარჯიშებელმა ითამაშა, როდრიგო და კამავინგა უფრო მეტად მზად იყვნენ. პსჟ ერთი საათის განმავლობაში თამაშს ძალიან კარგად მართავდა, შემდეგ სტადიონის მაგია იყო. პირველი გოლის შემდეგ მათთვის თამაში დასრულდა, ჩვენთვის კი დაიწყო. ბენზემა მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელია, მან ამ მატჩის ბედი გადაწყვიტა. ჩემი მომავალი? აქ ყოველდღიურად ვმუშაობ და ბედნიერი ვარ“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, „რეალი“ პსჟ-სთან ორი მატჩის ჯამში 0:2-ს აგებდა, მაგრამ კარიმ ბენზემამ 17-წუთიან ინტერვალში ჰეთ-თრიქი შეასრულა და თავის გუნდს 3:2 მოაგებინა, რითაც მადრიდული გრანდი მეოთხედფინალში გავიდა.