ჭიდაობა

22:46 | 9.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატის ბოლო დღეს ყველა ქართველმა მედალი მოიპოვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე ფანტასტიკური შედეგი აჩვენა. შეჯიბრის ბოლო დღეს ხუთივე წონით კატეგორიაში ფინალში ქართველები იყვნენ, საიდანაც სამმა ფინალი მოიგო და შესაბამისად, ოქროს მედალი მოიპოვეს, ხოლო ორი მათგანი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

67 კგ წონით კატეგორიაში დიეგო ჩხიკვაძემ სომხეთი საჰაკ ჰოვჰანესიანი (5:5) და იტალიელი იგნაციო სანფილიპო (9:0) დაამარცხა, ხოლო ფინალში თურქ კადირ კამალს დაძაბულ ბრძოლაში 3:2 აჯობა.

72 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჩხიკვაძემ იჩემპიონა, რომელმაც ლიეტუველი ვილიუს სავიცკასი (6:0), გერმანელი იდრის იბაევი (9:3), ნორვეგიელი ჰაავარდ იორგენსენი (7:0) და თურქი აბუდულა ტორპაკი (7:5) დაამარცხა.

97 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი გიორგი კაცანაშვილმა მოიპოვა. მან ნორვეგიელ მარკუს ვორენს (8:0), ლიეტუველ არნოლდას ბარანოვასს (8:0) და ნიდერლანდელ ტაირონ სტერკენბურგს 4:0 აჯობა, ხოლო ფინალში ავსტრიელი მარკუს რაგინგერი დაამარცხა (5:3).

60 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს დაეუფლა ირაკლი ძიმისტარიშვილი. მან თურქი მუკრემინ აკტაში 6:3 და მოლდოველი ვიტალი ერიომენკო 9:0 დაამარცხა, მაგრამ ფინალში აზერბაიჯანელ ნიჰათ ზაჰიდ მამადლისთან 0:10 წააგო.

82 კგ წონით კატეგორიაშიც ფინალი წააგო ბექა გურულმა, რომელმაც ისრაელის წარმომადგენელ დავიდ ჟუტომირსკის 5:0 მოუგო, მერე გერმანელი ერიკ ლოეზერი (4:4) და სერბი ბრანკო კოვაჩევიჩი (3:3) დაამარცხა, ხოლო ფინალში ნიდერლანდელ მარსელ სტერკენბურგთან 1:6 თავად დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 10 მოჭიდავით წარსდგა და 8 მედალი მოიპოვა - 4 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. 8 მარტს, ოქროს გიორგი შოთაძე, ვერცხლს დავით სოლოღაშვილი და ბრინჯაოს გიორგი ცოფურაშვილი დაეუფლა.

0.116774