სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

21:20 | 9.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფოფანამ "ლესტერთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

21 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა ვესლი ფოფანამ "ლესტერთან" ხელშეკრულება 2027 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია "მელიების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა ვერერთი მატჩის ჩატარება შეძლო, რადგან წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპზე "ვილიარეალთან" ფეხის მძიმე ტრავმა მიიღო და მთელი სეზონი გაუცდა. ვესლი ინგლისელებმა 2020 წელს დაიმატეს და გასულ სეზონში 38 მატჩში ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.112019