მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა. მან ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ისტორიაში ჰეთ-თრიქი ყველაზე სწრაფად შეასრულა.
პოლონელმა ფორვარდმა ავსტრიულ „ზალცბურგთან“ 3 გოლი საწყის 23 წუთში გაიტანა, რაც ტურნირის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ლევანდოვსკიმ იტალიელი მარკო სიმონეს შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც 1996 წელს „მილანის“ მაისურით ნორვეგიულ „რუსენბორგს“ ჰეთ-თრიქი 24 წუთში შეუსრულა.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ „ზალცბურგი“ 7:1 გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.