ფეხბურთი

12:20 | 9.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "წაგება არ მიყვარს, მაგრამ ასეთ წაგებას ავირჩევდი, რადგან მომდევნო ეტაპზე გავედით"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მილანის „ინტერთან“ მატჩის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც გერმანელმა სპეციალისტმა თქვა, ბედნიერი არ არის, მაგრამ მთავარი მომდევნო ეტაპზე გასვლა იყო.

„წაგება არ მიყვარს, მაგრამ თუ წაგება უნდა ავირჩიო, ასეთს ავირჩევდი, რადგან მომდევნო ეტაპზე გავედით. ბედნიერი არ ვარ, თუმცა წილისყრის შემდეგ ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა. ორი მატჩის ჯამში მომდევნო ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ. ამ შეხვედრაში პრობლემები გვქონდა, მაგრამ „ინტერი“ შესანიშნავი გუნდია და ინძაგის ვულოცავ. ცოტათი ბიელსას „ლიდსს“ ჰგავს, მაგრამ უფრო მაღალ ხარისხიანი გუნდია. არ მომეწონა ჩემი გუნდის პრესინგი, ზოგჯერ ბურთ უცნაურად ვკარგავდით, ეს არ მსურდა, მაგრამ მეტოქეებსაც პატივი უნდა ვცეთ“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ „ინტერი“ ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.

0.112015