ფეხბურთი

10:20 | 9.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ედერსონი ზინჩენკოზე: "ძალიან ძნელია შენი თანაგუნდელის ტანჯვის ყურება"

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მეკარე ედერსონმა ოლეკსანდრ ზინჩენკოს შესახებ ისაუბრა. როგორც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, ძალიან რთულია მათი თანაგუნდელის ტანჯვის ყურება.

„ზინჩენკოსთვის რთული პერიოდია, ეს მისი ქვეყანაა. უკვე ჩვენთვისაც რთულია ამ ტანჯვაში ცხოვრება და წარმოიდგინეთ მისთვის როგორია, ის იქიდან არის, ოჯახი იქ ჰყავს. ძალიან ძნელია შენი თანაგუნდელის ტანჯვის ყურება. უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეები იტანჯებიან, ეს ძალიან დელიკატური თემაა. ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით და ვცდილობთ ეს დღეები მისთვის ნაკლებად სევდიანი იყოს, თუმცამ ვიცით, რომ ახლა მისი გახარება ძალიან რთულია.

იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მოგვარდება და უკრაინა ნორმალურ ვითარებას დაუბრუდნდება. ძალიან მძიმეა იმ ზიანის ანაზღაურება, რასაც ქვეყანა განიცდის და უპირველეს ყოვლისა უდანაშაულო ადამიანებისთვის, რომლებიც იმ ომის გამო იღუპებიან, რომელიც მათ არ დაუწყიათ“, - თქვა ედერსონმა.

აქვე გეტყვით, რომ "მანჩესტერ სიტი" დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ლისაბონის "სპორტინგს" დაუპირისპირდება.

0.104195