ფეხბურთი

23:20 | 8.03.2022 | ნანახია 0 - ჯერ

"საბურთალომ" "ტორპედო" დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურში თბილისის „საბურთალომ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

ლევან კორღალიძის გუნდმა ორივე გოლი შესვენებამდე გაიტანა, ორივე ტაიმის მიწურულს. 37-ე წუთზე ანგარიში იური ტაბატაძემ ირაკლი სიხარულიძის პასით გახსნა, ხოლო 4 წუთში სიხარულიძემ როინ კვასხვაძის შეცდომის შემდეგ თავად დალაშქრა მეტოქის კარი.

მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა და თბილისელებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს. „საბურთალოს“ სამ ტურში 6 ქულა აქვს და მომდევნო ტურში 13 მარტს, „დინამო ბათუმს“ ესტუმრება, ხოლო „ტორპედომ“ 3 ქულა დააგროვა და წინ „ლოკომოტივთან“ დაპირისპირება ელოდება.

„საბურთალო“ – „ტორპედო“ 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 ტაბატაძე (37), 2:0 სიხარულიძე (41)

0.065043