ფეხბურთი

20:24 | 8.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "დარწმუნებული ვარ კარგად ვითამაშებთ და პსჟ-ს დავამარცხებთ"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ახლა უკეთ ითამაშებს, ვიდრე სამი კვირის წინ პარიზში ითამაშა.

„პარიზში თამაშში არასდროს ვყოფილვართ, ხვალ კი დარწმუნებული ვარ, რომ შესანიშნავად ვითამაშებთ. გულშემატკივარი მნიშვნელოვანი იქნება, მათ შეუძლიათ კონკრეტული როლის შესრულება. თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ ისე ვითამაშებთ, როგორც ჩვენს პუბლიკას სურს.

პირველ შეხვედრაში პსჟ-ს მაღალ პრესინგთან ძალიან გაგვიჭირდა და შეტევაში ბურთით გადასვლას ვერ ვახერხებდით, შესაბამისად შეტევაში რაღაცის შექმნას. დაცვაში კარგად ვიმუშავეთ, რადგან რამდენადაც ცუდად ვითამაშეთ, ამის ფონზე მხოლოდ 0:1 წავაგეთ და ბოლო წუთებზე გავუშვით, მაგრამ ნათელია, რომ ხვალ უკეთ უნდა ვითამაშოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას გავაგრძელებთ, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ პსჟ-ც იმავეშია დარწმუნებული. მბაპე? იდეალური საღამო იქნება, თუ მბაპეს მადრიდში ტაშს დაუკრავენ, მაგრამ გამარჯვებას ჩვენ მოვიპოვებთ“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ,მ რომ „რეალისა“ და პსჟ-ს მატჩი 9 მარტს გაიმართება, პირველი შეხვედრა კი ფრანგებს 1:0 აქვთ მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131783