კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს დატოვებს. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს.
პორტუგალიელი ფეხბურთელი „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნებით ბედნიერი არ არის და არც გუნდის ამბიციები აკმაყოფილებს. გარდა ამისა, მას მთავარ მწვრთნელ რალფ რანგნიკთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუფუჭდა.
რონალდუს „იუნაიტედთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ მხარეები მის ვადაზე ადრე გაწყვეტაზე სავარაუდოდ შეთანხმდებიან. თუ „წითელი ეშმაკები“ ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებენ, გუნდიდან წასვლა გარდაუვალი იქნება, მაგრამ სხვა შემთხვევაშიც დიდი შანსია, რომ გუნდი დატოვოს.
მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუმ ყველა ტურნირზე 15 გოლი გაიტანა და „მანჩესტერის“ საუკეთესო ბომბარდირია, მაგრამ კონკრეტულად 2022 წელს თავი მხოლოდ ერთხელ გამოიჩინა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ პრაქტიკულად გადაწყდა მარკუს რაშფორდის წასვლაც.