ფეხბურთი

17:59 | 8.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მალტასთან ზედიზედ მეორედ წააგო

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, მალტაზე, ტა ქალის ცენტენარი სტედიუმზე მასპინძელი ქვეყნის გუნდთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და შეხვედრა მალტელთა გამარჯვებით - 2:1 დასრულდა.

მეორე ტესტ-მატჩში, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებიდან გოლი ნიკოლოზ ნინიძემ გაიტანა, რომელმაც გივი ხაჩიძეს წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი ზუსტად გამოიყენა.

განვლილი მატჩით, 17-წლამდელების ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდამდე ჩატარებული ამხანაგური შეხვედრების სერია დასრულდა. გიორგი ჩიტაურის გუნდი, საწვრთნელ პროცესს 12 მარტს განაახლებს. ელიტ რაუნდის ჯგუფის მატჩებს - 23, 26 და 29 მარტს შოტლანდია უმასპინძლებს.

U17 | ელიტ რაუნდი

23 მარტი | გერმანია V საქართველო | ელიტ რაუნდი
26 მარტი | ჩეხეთი V საქართველო | ელიტ რაუნდი
29 მარტი | საქართველო V შოტლანდია | ელიტ რაუნდი

NAKREBI.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114711